„კონსერვატორების“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი „ქართულ ოცნებაში“ რჩება

„კონსერვატორი“ დავით ბაციკაძე უმრავლესობის რიგებში რჩება. იგი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნება -აჭარა“ თავმჯდომარეა. ბაციკაძის თქმით, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა, ცუდი ფაქტია, მაგრამ არ მიაჩნია, რომ ამის გამო „ქართული ოცნების“ რიგები უნდა დატოვოს. უახლოეს დღეებში, ის თბილისში „კონსერვატორების“ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს.

აქვს თუ არა მსგავსი პოზიცია რეგიონში პარტიის სხვა წევრებს. ბაციკაძე ამბობს, რომ ეს კოლეგებთან კონსულტაციის შემდეგ გაირკვევა

„გუშინდელ მოვლენებს, რა თქმა უნდა ვგმობ და არ მომწონს, რაც მოხდა. ვფიქრობ, რომ გუშინ პარლამენტმა მიიღო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, მაგრამ ამის მიუხედავად არ ვფიქრობ, რომ მე უნდა დავტოვო „ქართული ოცნება“,-აცხადებს დავით ბაციკაძე.
რაც შეეხება პარლამენტის წევრ მუხრან ვახტანგაძეს, რომელიც ასევე კონსერვატორების წევრი იყო, განმარტავს, რომ პარტიას ტოვებს, თუმცა რჩება გუნდში. იგი კონსულტაციების გამართვას და გადაწყვეტილების მიღებას, მხოლოდ ამის შემდეგ გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად