კონფერენს ლიგის პირველ შეხვედრაში ბათუმის „დინამომ” სან მარინოში 4:0 გაიმარჯვა

ბათუმის „დინამომ” ევროსარბიელზე პირველი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა

სან-მარინოში, კონფერენს ლიგის პირველ შეხვედრაში, ადგილობრივმა „ტრე პენემ” ბათუმის „დინამოს” უმასპინძლა.

ბათუმელებმა კლასით მასზე ბევრად დაბლა მდგომ მეტოქეს დიდი ანგარიშით სძლიეს.

„ტრე პენე” სან-მარინო – „დინამო” ბათუმი 0:4(0:3)
გოლები: გიორგი ფანცულაია (8′, 0:1), ვლადიმერ მამუჩაშვილი (10′, 0:2), ჯაბა ჯიღაური (18;, 0:3), გიორგი ზარია (58′, 0:4)

კომენტარები
იტვირთება...