კონორ მაკგრეგორმა ფეხი მოიტეხა და პორიესთან ნოკაუტით დამარცხდა (ვიდეო)

UFC 264-ის ტურნირის მთავარი ბრძოლა ლასვეგასში დრამატულად დასრულდა. კონორ მაკგრეგორმა შერკინების დროს ფეხი ოიტეხა და დასტინ პორიეს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება ჩაეთვალა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი მთელი ჩხუბის მანძილზე ფლობდა ინიციატივას და გამარჯვებას იმსახურებდა.

აქამდე მაკრეგორი და პორიე კიდევ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს რინგზე და ამერიკელის ანგარიშზე უკვე ორი მოგებაა ნოკაუტით. დასტინ პორიე მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარი პრეტენდენტია და ის ახლანდელ ჩემპიონს, ჩარლზ ოლივეიროს შეერკინება.

კომენტარები
იტვირთება...