ირლანდიელმა შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა თავის Instagram-ზე დაწერა, რომ მილიარდერი გახდა.
„მილიარდერებისთვის ვიბრძოდი, ახლა კი მე ერთ-ერთი მათგანი გავხდი“, – წერს მაკგრეგორი.
ივლისში, Forbes-მა, ორ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების სიაში შეიყვანა. ირლანდიელმა სპორტსმენმა რეიტინგში 65-ე ადგილი დაიკავა. გამოცემამ მისი ქონება 2018 წლისთვის 47 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა.
მაკგრეგორი აგრეთვე შევიდა სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად ხსენებად 5 სპორტსმენს შორის. რეიტინგი, რომელიც Forbes-მა შეადგინა, გასულ კვირას გამოქვეყნდა.
მაკგრეგორი ბოლოს ოქტაგონზე 2018 წლის ოქტომბერში გამოვიდა. მაშინ იგი დამარცხდა რუს მოწინააღმდეგესთან.
ММА-ის კარიერის განმავლობაში, ირლანდიელმა 25 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 21-ში გამარჯვება მოიპოვა, აქედან 18 კი ნოკაუტით. 2016 წლის ნოემბერში კი იგი UFC-ის ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც ერთდროულად ორ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.