კონორ მაკგრეგორი ჯასტინ პორიესთან ნოკაუტით დამარცხდა (ვიდეო)

UFC-ის ოქტაგონს ყოფილი ჩემპიონი და MMA-ს ცოცხალი ლეგენდა – ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი დაუბრუნდა და ამერიკელ ჯასტინ პორიეს დაუპირისპირდა. ამერიკელმა ირლანდიელი მეორე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო.

მაკგრეგორი, სპეციალისტების აზრით, ფავორიტად ითვლებოდა. მებრძოლები მანამდე 2014 წელს შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ მაკგრეგორმა პირველივე რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა.

დღევანდელი ბრძოლა მაკგრეგორის კარიერაში მეხუთე მარცხია. ეს მისთვის რინგზე დაბრუნების შემდეგ პირველი ბრძოლა იყო. შეგახსენებთ, რომ ირლანდიელმა გასული წლის ზაფხულში MMA-ის დატოვების შესახებ განაცხადა.

ორთაბრძოლის წინ პროგნოზი გამოთქვა მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა. დაღესტნელმა მებრძოლმა, რომელმაც ოქტაგონიდან წასვლის შესახებ შარშან შემოდგომით გამოაცხადა, უპირატესობა ამერიკელს მიანიჭა: “სტარტზე უპირატესობა მაკგრეგორის მხარეს იქნება, მაგრამ მესამე ან მეოთხე რაუნდში პორიე შეძლებს ამ ბიჭის დამარცხებას”, – თქვა ხაბიბმა. დაღესტნელს ბოლო წლებში ირლანდიელიც და ამერიკელიც დამარცხებული ყავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად