კონკურენციის სააგენტო ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტებში მოკვლევას აწარმოებს

კონკურენციის სააგენტო ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტებს სწავლობს. სააგენტო მოკვლევას დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების კუთხით აწარმოებს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი "აიპრესთან" საუბრისას აღნიშნავს, სააგენტოს ბათუმის პორტის საკითხით დაინტერების მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა.

"ამ ეტაპზე შავი ზღვის პორტებში ვაწარმოებთ ნავთობტერმინალების საქმეს.  ეკონომიკის სამინისტროდან შემოგვივიდა წერილი, რომელიც ეხებოდა ბათუმის პორტს, მაგრამ ჩვენ ეს საკითხი ავიყვანეთ კომპლექსურად. ვსწავლობთ რა ვითარებაა შავი ზღვის პორტებში, – ბათუმში, ფოთსა და ყულევში კონკურენტული გარემოს მხრივ. საქმის მოკვლევა მიდის დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არსებობის შესახებ", – განმარტავს გიორგი ბარაბაძე. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ნავთობტერმინალს კომპანიებისთვის შეფერხებების დაწესების გამო, ყადაღა დაედო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად