კონგრესში სირიიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღეს

ოთხშაბათს, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც სირიის ჩრდილოეთ ნაწილიდან ამერიკის ჯარის გაყვანას ეხება. ინფორმაციას The Hill ავრცელებს.

დოკუმენტს მხარი 354-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 60 კი  წინააღმდეგი იყო.

ადრე, დოკუმენტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა და კომიტეტში უმაღლესი რანგის მაღალჩინოსანმა მაიკლ მაკკოლმა წარადგინეს.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ “აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთული ძალების წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო ოპერაციას ხელი უნდა შეუშალოს”.

გარდა ამისა, დოკუმენტი თურქეთს ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ასევე წარმოადგენს მკაფიო გეგმას ტერორისტული დაჯგუფება “ისლამყური სახელმწიფოს” საბოლოოდ დამარცხებისთვის.

ოთხშაბათს, სააგენტო Bloomberg–ი წერდა, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტს წარმოადგენს, რომელიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ეხება.

ხუთშაბათს, სენატორებმა ლინდსი გრემმა და კრის ვან ჰოლენმა სენატში თავიანთ ანტი-თურქული სანქციების პროექტი ასევე წარადგინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად