კონგრესმენი: კარგი იქნებოდა, პირდაპირი ფრენა ყოფილიყო ამერიკიდან ბათუმში, ძალიან კარგი ქალაქია

ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ბათუმში „თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე“ განაცხადა.

29 წლის ადამ კინზინგერი ამბობს, რომ საქართველოში პირველად 8 წლის წინ იმყოფებოდა.

მან საქართველოში პირველი ჩამოსვლის შთაბეჭდილებებზეც ისაუბრა, მათ შორის მთავრობის ახალგაზრდა წარმომადგნლებზე.

„მე არ ვამბობ იმას, რომ ასაკოვანი ადამიანები არ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ეს განახებს ახალგაზრდობის მოწოდებას თავისუფლებისთვის, ქვეყნის მომავლისთვის, ეს ყოველთვის თვალშისაცემია და ეს აჩვენებს ინსპირაციას, რომელიც სჭირდება შეერთებულ შტატებსაც“,-განაცხადა ადამ კინზინგერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად