A1 ბანერი

კონგრესმენებმა ახალი ”შათდაუნის” თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს

ამერიკელმა კონგრესმენებმა მექსიკის საზღვართან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეთანხმებას მიაღწიეს,-ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” რესპუბლიკელი სენატორის რიჩარდ შელბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. შეთანხმება უნდა დაეხმაროს ვაშინგტონს, რომ სამთავრობო სამსახურების ახალი შეჩერება თავიდან აიცილოს.

შელბის შეთანხმების დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ დაადასტურა, რომ დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა საზღვრის დაცვის პროგრამებზე კონსენსუსის მიღწევა შეძლეს.

ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში დროებითი შეთანხმება მოქმედებს, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, მთავრობისა და სამთავრო სამსახურების საქმიანობა დააფინანსოს. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ახალი ე.წ შათდაუნი შაბათს, 16 თებერვალს დაიწყება.

რიჩარდ შელბის არ განუმარტავს, ეთანხმება თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელშეკრულების პირობებს. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენლები ინფორმირებულნი არიან.

Fox News- ის ცნობით, დემოკრატები შეთანხმდნენ, რომ მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის 1.3 მილიარდი დოლარი გამოყონ, თუმცა თეთრი სახლი ადრე 5.7 მილიარდ დოლარს მოითხოვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...