კონგოში ნავის ჩაძირვის შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა და 200 დაკარგულად მიიჩნევა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთით, ტბაში ნავის ჩაძირვის შედეგად, მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-ზე მეტი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Assosiated Press ქალაქის მერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მერის განცხადებით, ბორტზე მყოფი ადამიანების უმრავლესობა პედაგოგი იყო.
ხელისუფლების განცხადებით, ბორტზე რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 80-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...