კონგოში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, დაღუპულია 24 ადამიანი

კონგოში, მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა Express ავრცელებს.

“კასაის პროვინციაში, მატარებელი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად 24 მგზავრი დაიღუპა და 31 დაშავდა. პოლიციის განცხადებით, მდინარე ლიუმბეში რამდენიმე ვაგონი გადავარდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს ერთი თვის განმავლობაში მსგავსი მესამე შემთხვევაა.

რკინიგზის პოლიციის თანამშრომლის განცხადებით, დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...