კონგოს პრეზიდენტის მამა გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ დაკრძალეს

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელის ფელიქს ჩისიკედის მამა, ოპოზიციის ცნობილი ლიდერი ეტიენე ჩისიკედი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ დაკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეტიენე ჩისიკედი 2017 წლის 1 თებერვალს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დრომდე მისი ცხედარი დამკრძალავ ბიუროში იყო გადასვენებული.
მედიის თანახმად, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელის მამის ცხედარი სახლში მხოლოდ ხუთშაბათს, 30 მაისს გადაასვენეს.
მანამდე, ეს მის ოჯახსა და ყოფილ მთავრობას შორის არსებული დაპირისპირების გამო ვერ მოხერხდა.
დაკრძალვის ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ რუანდისა და ანგოლის პრეზიდენტები.

როგორც BBC წერს, გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ, ის კერძო რეზიდენციაში დაკრძალეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად