კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, დაღუპულია 50 ადამიანი

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ჰუმანიტარული საკითხებისა და კატასტროფების მართვის სამინისტროს ხელმძღვანელ სტივ მბიკაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის თქმით, შემთხვევის შედეგად ასევე 23 ადამიანი დაშავდა. მისი განმარტებით, დაზარალებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

უბედური შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ტანგანიკის პროვინციაში, 12 სექტემბერს, ღამით მოხდა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მომხდარის განსახილველად მთავრობის სხდომა გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...