კონგრესმენებმა დონალდ ტრამპის რასისტული განცხადებების წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პარტიამ (კონგრესის ქვედა პალატა) მიიღო რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ოთხი ქალის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს გმობს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

რეზოლუცია უმრავლესობით მიიღეს. დოკუმენტს მხარი 240-მა ადამიანმა დაუჭირა, ხოლო 187 კონგრესმენი წინააღმდეგი იყო. რესპუბლიკური პარტიის ოთხმა წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, რომელსაც სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება.
რეზოლუცია ნიუ ჯერსის შტატიდან დემოკრატმა კონგრესმენმა ტომ მალინოვსკიმ მოამზადა. დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ კონგრესის ქვედა პალატა “მკაცრად გმობს ტრამპის რასისტულ განცხადებებს”.
დონალდ ტრამპმა ბოლო პერიოდში ქალების მისამართით არაერთი შეურაცხყოფელი და რასისტული განცხადება გაავრცელა. მან მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე ქალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები გააკრიტიკა.
დონალდ ტრამპის თქმით, ისინი იმ ქვეყნებიდან არიან, რომელთა მთავრობებში “სრული კატასტროფაა“.
თუმცა, დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად