კომპანიამ Tesla, მეორე კვარტალში რეკორდული რაოდენობის ელექტროავტომობილები გაყიდა

ილონ მასკის კომპანიამ Tesla, მეორე კვარტალში 95 000-ზე მეტი ელექტროავტომობილი გაყიდა, რაც კომპანიის ისტორიის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

მანამდე კომპანია ახერხებდა კვარტალში 90 700 ელექტროავტომობილის გაყიდვას. აქამდე ყველაზე მეტი მოდელი, დაახლოებით 78 000 ელექტროავტომობილი გაუყიდია კომპანიას.

2019 წლის მეორე კვარტალში, კომპანიამ ელექტროავტომობილების რეკორდული რაოდენობა აწარმოა, რაც 87 000 ერთეულია. ყველაზე მეტი იწარმოა Model 3 მოდელი, დაახლოებით 73 000 ერთეული. მას მოსდევს მოდელები Model S და Model X, რომლებიც დაახლოებით 15 000-15 000 იწარმოა.

მიმდინარე წელს, კომპანიის დამაარსებელმა მიზნად დაისახა 360 000-დან 400 000-მდე ელექტროავტომობილის წარმოება და გაყიდვა, თუმცა წლის პირველი ნახევრის განმავლობაში გაყიდვების მაჩვენებელი ეცემოდა, კომპანიამ ჯერჯერობით მხოლოდ 160 000 ელექტროავტომობილის გაყიდვა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...