კომპანიამ Huawei, სმარტფონების ახალი მოდელები წარადგინა

ჩინურმა კომპანიამ Huawei, Mate 30 მოდელის ახალი სმარტფონები წარადგინა. მოწყობილობებთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისინი Android-ის პლატფორმაზე მუშაობენ, თუმცა წვდომა არ აქვთ Google-ის სერვისთან, მათ შორის არც Google Play და YouTube-ზე.

Huawei-მ მიუნხენში გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინა ჭკვიანი ტელეფონი Mate 30 Pro, აგრეთვე მისი გამარტივებული ვერსია Huawei Mate 30.

კომპანია Huawei, დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთში ყიდდა თავის Android სმარტფონებს Google-ის სერვისის მხარდაჭერის გარეშე. ჩინეთში Google-ის სერვისი უბრალოდ არ არსებობს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სხვა ქვეყნებში Google-ის სერვისის არ არსებობა კომპანიისთვის შესაძლოა სერიოზულ პრობლემად იქცეს. თავად კომპანია კი აცხადებდა, რომ Google-თან უთანხმოებამ იგი შესაძლოა 10 მილიარდი აშშ დოლარით აზარალოს.

Huawei-სა და აშშ-ის ხელისუფლების კონფლიქტები რეალურად უფრო გლობალური დაპირისპირების ნაწილია, რამაც მომხმარებლების უნდობლობა და მოთხოვნის შემცირება გამოიწვია.

თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ, კომპანიას მაინც შეუძლია თავისი ახალი პროდუქციის მყიდველების მოძებნა.

მიმდინარე წლის მაისში, აშშ-მა Huawei, ქმედებების გამო, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, შავ სიაში შეიყვანა. ამერიკის ხელისუფლებამ, კომპანია Huawei-ს, დაკისრებული სანქციებისთვის გვერდის ავლის მეშვეობით, აკრძალული ფინანსური მომსახურების ირანისთვის მიწოდებაში და ამ დარღვევებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მცდელობაში დასდო ბრალი.

ამერიკულ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს აეკრძალათ ისეთი აღჭურვილობის შეძენა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. შედეგად, კომპანიასთან თანამშრომლობა გაწყვიტა Google-მა, რომელიც Huawei-ს სოფტითა და სხვა მომსახურებებით უზრუნველყოფდა.

შესაბამისი განკარგულება, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩინეთისა და შეერთებული შტატების სავაჭრო ომის ფონზე გასცა. გარდა ამისა, აშშ-ში განაცხადეს, რომ ხელს შეუშლიან Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენებას ახალი თაობის, 5G ქსელის შექმნის ფონზეც როგორც აშშ-ში, აგრეთვე სხვა ქვეყნებშიც.

შავ სიაში მოხვედრის შემდეგ კი, კომპანია გააქტიურდა რუსულ ბაზარზე. ბევრი გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Huawei მოლაპარაკებებს აწარმოებდა რამდენიმე რუსულ კომპანიასთან ბიზნესის შესყიდვაზე, ადგილობრივი წარმოების შექმნასა და კომპანიის ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად