კომპანია “ზეარისი” მუშაობას წყვეტს და “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია “ზეარისი” დროებით წყვეტს მუშაობას და “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ კამპანიის დაწყებას გეგმავს.

კომპანიის დამფუძნებელი, გოჩა ფიფიამ განაცხადა, რომ “ზეარისში” დასაქმებული 100-მდე თანამშრომელი რეგიონებში იმუშავებენ, რათა “ნაციონალურ მოძრაობა” ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს.

„ჩვენს კომპანიაში 100-მდე თანამშრომელი მუშაობს. ბევრი მათგანი ჩამოსულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შევთანხმდით, რომ სიჩუმე და უმოქმედობა ჩვენი მხრიდან დანაშაულის ტოლფასი იქნება. დროებით დავკეტავთ ჩვენს ოფისებს. იმუშავებენ მხოლოდ მორიგე მენეჯერები. დანარჩენები კი, გავიშლებით თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში და არა მხოლოდ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, არამედ ვაწარმოებთ ახსნა-განმარტებით სამუშაოებსაც, რათა განვუმარტოთ ადამიანებს განსხვავებები დანაშაულსა და შეცდომას, ბოროტებასა და სიკეთეს, ნაცისტურ აზროვნებასა და დაუდევრობას შორის.

სამ დღეში ყველა ჩვენგანი ჩვენივე სახსრებით გავწევთ ამ სამუშაოებს, რათა არასდროს განმეორდეს საქართველოში ნაციზმი და რეჟიმი, რომელიც მოურიდებლად შეიძლება ითქვას ქართველ ხალხს ფიზიკურ განადგურებასაც კი უქადის“,-განაცხადა გოჩა ფიფიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...