კომპანია Vans-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოლ ვან დორენი გარდაიცვალა

კომპანია Vans-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, პოლ ვან დორენი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ Instagram-ის ანგარიშზე განთავსებულ განცხადებაში.

”პოლი არ იყო უბრალოდ მეწარმე – ის იყო ინოვატორი. Van Doren Rubber Company იყო ექსპერიმენტებისა და მძიმე მუშაობის კულმინაცია ფეხსაცმლის ინდუსტრიაში. პოლის თამამმა ექსპერიმენტებმა პროდუქტის დიზაინსა და მარკეტინგში, ციფრებთან და ეფექტურობასთან ერთად, ოჯახის ფეხსაცმლის ბიზნესი გადააქცია გლობალურად აღიარებულ ბრენდად, ”- ნათქვამია განცხადებაში.

ვანსის წარმომადგენლებმა სამძიმარი გამოუცხადეს ბიზნესმენის ნათესავებს. მისი გარდაცვალების მიზეზები არ გახმაურებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...