კომპანია UC Rusal-ის აქციების ღირებულება 10,2%-ით დაეცა

კომპანია UC Rusal-ის აქციების ღირებულება, არასასურველი ანგარიშის გამოქვეყნების ფონზე 10,2%-ით დაეცა. ამაზე ჰონგ კონგის ბირჟის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს.

ალუმინის მწარმოებელი რუსული გიგანტი კომპანიის ფასიანი ქაღალდები, დილის საათებში, ვაჭრობის დაწყების პირველივე წუთებში 10,2%-ით გაიაფდა და 3,08 ჰონგ კონგური დოლარი შეადგინა, რაც აქციაზე 0,39 აშშ დოლარს ნიშნავს.

მანამდე კი, გამოქვეყნდა UC Rusal-ის სუფთა მოგების ანგარიში 2019 წლის პირველი ნახევრისთვის. ანგარიშის მიხედვით, კომპანიის სუფთა ზარალმა 98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ნორმალიზებული სუფთა მოგების მაჩვენებელმა კი 38,3%-ით დაიწია და 599 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის მოგება 5,2%-ით შემცირდა და 4,736 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

კომპანიაში, მსოფლიო ბაზარზე ალუმინით ვაჭრობის არასტაბილურობას, აშშ-ისა და ჩინეთის უთანხმოებით ხსნიან, აგრეთვე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირებით. კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში ალუმინზე მოთხოვნა დაახლოებით 2%-ით გაიზრდება, რაც წლიური მაჩვენებლის სახით 67,5 მილიონი ტონა იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად