კომპანია Tiffany & Co, Louis Vuitton Moët Hennessy-სგან შეთავაზებულ 14,5 მილიარდ აშშ დოლარს არ დათანხმდა

კომპანია Tiffany & Co-მ, Louis Vuitton Moët Hennessy (LVMH)-ის ქსელს მიმართა წინადადებით, რომელიც კომპანიის შესყიდვის საფასურის გაზრდას ითვალისწინებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, LVMH მოლაპარაკებებს აწარმოებდა Tiffany & Co-სთან, მისი 14,5 მილიარდ დოლარად შესყიდვის თაობაზე.

მოლაპარაკებების შესახებ ცნობილი ოქტომბრის ბოლოს გახდა. გარიგების პროცესი საიდუმლოდ მიმდინარეობდა მანამ, სანამ მხარეები აღნიშნულ შეთანხმებამდე არ მივიდნენ. Tiffany აღნიშნავდა, რომ დეტალურად განიხილავდა LVMH-ის შეთავაზებას და კონსულტაციებს დამოუკიდებელ ფინანსურ და იურიდიულ ორგანიზაციებთან გადიოდა.

Louis Vuitton-ის მფლობელმა, Tiffany-ს თითო აქციაში 120 აშშ დოლარის გადახდა შესთავაზა, ანუ მთლიანობაში 14,5 მილიარდი აშშ დოლარის. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Tiffany თავის თითო აქციაში 140 აშშ დოლარის გადახდას ითხოვს. ამგვარად, შეთანხმების საფასურმა შესაძლოა თითქმის 17 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინოს.

აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალური დასტური არ ვრცელდება. Tiffany და LVMH, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

Tiffany-სთან გარიგება, Louis Vuitton-ის მფლობელისთვის შესაძლოა უმსხვილესი იყოს 2017 წლის შემდეგ, როდესაც კომპანიამ Christian Dior-ი შეისყიდა. LVMH უკვე ფლობს სამკაულების ბრენდ Bulgari-ის, რომელიც 5,2 მილიარდ აშშ დოლარად შეისყიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად