კომპანია Tesla, პოტენციური პრობლემების გამო, უკან 15 000 ავტომობილს გაიხმობს

კომპანია Tesla, პოტენციური პრობლემების გამო, რომლებმაც შესაძლოა საჭის გამაძლიერებლის პრობლემები გამოიწვიოს, უკან გაიხმობს დაახლოებით 15 ათასს კროსოვერ Model X-ს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აშშ-ის ეროვნული გზატკეცილის მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ და კანადის ტრანსპორტის სამინისტრომ დღეს განაცხადეს, რომ ალუმინის ჭანჭიკები, რომლითაც მიმაგრებულია საჭის მექანიზმის გამაძლიერებელი რედუქტორის კორპუსზე, შესაძლოა მათ კოროზია მოხდეს და გატყდეს. ეს კი, თავის მხრივ სიმძლავრის შემცირებას, ან საერთოდ გამაძლიერებლის გათიშვას გამოიწვევს.

საუბარია 14 193 ავტომობილზე აშშ-ში და 843 ავტომობილზე კანადაში. Tesla შეცვლის აღნიშნულ ჭანჭიკებს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, გამოცვლის საჭის მექანიზმს. ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით აღნიშნულ გაუმართაობას არ გამოუწვევია ავარიები ან რაიმე სახის დაზიანებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად