კომპანია “სილქნეტის” ბათუმის ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა

კომპანიასტან პრეტენზიების მქონე აბონენტები ხელმძღვანელობას ტელევიზიისა და ინტერნეტის საფასურის თვითნებურ გაზრდაში ადანაშაულებენ. სილქნეტის აბონენტები ამბობენ, რომ ყოველთვიურად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღირებულებაზე გაცილებით მეტი თანხის გადახდა უწევთ.

მათივე თქმით, კომპანიიის ცხელ ხაზზე ეუბნებიან, რომ აბონენტებს დამატებული აქვთ ფასიანი პაკეტების გადასახადი, რომლის გააქტიურების შესახებაც სმს შეტყობინებები ეგზავნებათ. მოქალაქეები კი ამბობენ, რომ არაერთი ზარისა და პრეტენზიის მიუხედავად „სილქნეტი“ აბონენტებს მომსახურების საფასურს მაინც მინიმუმ 5 ლარიანი დანამატით ახდევინებს.
“სილქნეტი-ჯეოსელის” სატელეფონო, სატელევიზიო და ინტერნეტ მომსახურებით ქვეყნის მასშტაბით 300 ათასამდე აბონენტი სარგებლობს. კომპანია ,,სილქნეტში” აცხადებენ, რომ სისტემური განახლების სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამო აბონენტების ნაწილს დისკომფორტი შეექმნა. ”სამწუხაროდ როცა მასშტაბური სამუშაოებია ხდება გარკვეული შეფერხებები, ახლა სწორედ ასეთთან გვაქვს საქმე. პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს და თითოეულ აბონენტს, რომელსაც შეექმნა შეფერხება ამ სამუშაოების შესრულების დროს, უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრება და თითოეულ მათგანს დავუკომპენსირებთ მათ ამ ზარალს საჩუქრის სახით, იქნება ეს ბონუსები თუ სხვა მომსახურება, მათ დაერიცხებათ გარკვეული საჩუქრები უახლოეს მომავალში და ეს შეფერხება მომავალში არ განმეორდება. როდესაც კომპანია ქმნის ახალ პროდუქტს, მას გასატესტად სთავაზობს აბონენტს, ამის შესახებ შეტყობინებას უგზავნის, რომ ერთი თვის განმავლობაში მიეწოდება კონკრეტული მომსახურება.
სატესტო პერიოდის დასრულებამდე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ მოქალაქეს და თუ არ უნდა აღნიშნული მომსახურება, ასეთ შემთხვევაში უნდა დარეკოს კომპანიის ცხელ ხაზზე და გააუქმოს. ეს არის პრინციპი” – აცხადებენ ”სილქნეტში”. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ უწყებაში საჩივრები შესულია და საკითხს განიხილავენ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...