კომპანია “სილქნეტი” განახლებულ პაკეტირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“სილქნეტს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მარეგულირებელ კომისიასთან და უახლოეს დღეების განმავლობაში გაივლის კონსულტაციებს, რომ მოხდეს აღნიშნული საკითხების განხილვა საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვითა და სილქნეტის კომერციული ინტერესების გათვალისწინებით”, – ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას კომპანია “სილქნეტი” ავრცელებს.

“რაც შეეხება განახლებულ პაკეტირებას, მოხდა როგორც მობილური ისე ფიქსირებული ინტერნეტ პაკეტების მოცულობების გაზრდა. დამატებით შეიქმნა ახალი, კონვერგენტული პროდუქტი სილქ+ (ფიქსირებული და მობილური პროდუქტების ერთ პაკეტად შეთავაზება), რაც მომხმარებლებს თანხების მნიშვნელოვნად დაზოგვის საშუალებას აძლევს. შედეგად მცირდება 1მბ მოხმარებული ინტერნეტის ღირებულებაც. მაგალითისთვის, 10მბ ინტერნეტი ღირდა 26 ლარი, ხოლო ახალი პაკეტის მიხედვით 20მბ ინტერნეტი 30 ლარი ეღირება რაც 1მბ-ის ღირებულებას 2,6 ლარიდან 1,5 ლარამდე ამცირებს.

სილქნეტს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მარეგულირებელ კომისიასთან და უახლოეს დღეების განმავლობაში გაივლის კონსულტაციებს, რომ მოხდეს აღნიშნული საკითხების განხილვა საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვითა და სილქნეტის კომერციული ინტერესების გათვალისწინებით.

ამასთან, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ რომ არანაირ სახის გარიგებას ან შეთანხმებას სხვა კომპანიასთან ადგილი არ ქონია და სილქნეტი კანონის სრული დაცვით მოქმედებს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...