კომპანია “სილქ ჰოსფითალითი” ბათუმში, სასტუმრო “რადისონში” ერთ-ერთი სტუმრისთვის ახალი კორონავირუსის დადასტურებას ეხმიანება

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ იმოქმედეს საქართველოში მოქმედი რეგულაციებითა და ყველა ქმედება მედიკოსების მიერ დადგენილი რეგულაციებით განახორციელეს.

“სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმის“ ერთ-ერთ სტუმარს, ლუგარის ლაბორატორიაში განმეორებით ჩატარებული ტესტირების შედეგად დაუდგინდა კოვიდ-19, გამოხატული სიმპტომების გარეშე. ტესტირება ორჯერ ჩაუტარდათ მის თანმხლებ და მასთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს. ტესტების პასუხები უარყოფითია. ყველა მათგანი გადაყვანილია კარანტინში და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, სტუმარი გადაყვანილი იქნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სასტუმრო „რადისონის“ თანამშრომლებმა იმოქმედეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით. ადგილზე მაშინვე მოვიდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს მოკვლევა და გასცეს დამატებითი რეკომენდაციები”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად