კომპანია რუსთავის წყალი ქალაქ რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას განაახლებს

კომპანია რუსთავის წყალმა ქალაქ რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობისას სრულად შეიცვლება წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის 650 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი. ამასთანავე, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყობა.

აღნიშნულ პროექტში კომპანია რუსთავის წყალი 250,000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქ რუსთავის მერია გზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად