კომპანია Netflix-ის კაპიტალიზაცია 8 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა

კომპანია Netflix-ის კაპიტალიზაცია, Walt Disney-ის სტრიმინგ სერვისის გაშვების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფონზე 8 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

კომპანია Netflix-ის კაპიტალიზაცია, Walt Disney-ის სტრიმინგ სერვისის გაშვების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფონზე 8 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

12 აპრილს, ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟის გახსნიდან მალევე, კომპანიის აქციები 5%-ით დაეცა და თითოზე 349,36 აშშ დოლარი შეადგინა. Disney-ს აქციები კი 9%-ით გაიზარდა.

როგორც მოსალოდნელია, კომპანიის სტრიმინგ სერვისი Disney Plus ნოემბერში გაეშვება. ხელმომწერებისთვის იგი თვეში 6,99 აშშ დოლარი ეღირება. იგი ხელმისაწვდომი იქნება მობილური პლატფორმებისთვის, აგრეთვე ჭკვიანი ტელევიზრებისთვისაც. თავის ბიბლიოთეკაში, სერვისი აპირებს, რომ განათავსოს სტუდია Walt Вisney, Pixar-ის, აგრეთვე Marvel Studios და National Geographic-ის ნაწარმი.

იანვარში, Netflix-მა ტარიფი ყოველთვიური ხელმომწერისთვის გაზარდა. ყველაზე პოპულარული მომსახურება 18%-ით გაიზარდა და თვეში 13 აშშ დოლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად