კომპანია Moderna-მ კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა

ამერიკულმა კომპანიამ Moderna დაასრულა ვაქცინის შემუშავება კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ. ნათქვამია ფირმის ვებსაიტზე.

განახლებული პრეპარატის პირველი დოზები გადაეგზავნა აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს (NIH) კლინიკური კვლევებისთვის, რომელიც ჩატარდა და დაფინანსდა აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ, NIH-ის შემადგენლობაში.

მკვლევარები შეისწავლიან პრეპარატის ეფექტურობას იმ ადამიანებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ ჩატარებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

პრეპარატის გამოცდის პროცესები უახლოეს კვირებში დაიწყება. ჯერ ცნობილი არ არის, როდის იქნება ის მასობრივი გამოყენებისათვის ხელმისაწვდომი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...