კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”-ს სპეციალური განცხადება

გუშინ, 14 თებერვალს, ღამით, დიდ დიღომში, კვირაცხოვლის ქუჩის მე-2 შესახვევთან კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.

წყლის დიდი ნაკადის შესაჩერებლად მომენტალურად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ დაზიანების აღსადგენად.

ამ დროისთვის დასრულების ეტაპზეა შედუღებითი სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება აღდგენილი წყალსადენის რეცხვა, ლაბორატურიული შემოწმება და წყლით შევსება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 15 თებერვალს 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდილი ექნება:

ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს და კვარტლებს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, შანხაის, ნუცუბიძის ქუჩას და კვარტლებს, ასათიანის, პოლიტკოვსკაიას და მიმდებარე ქუჩებს.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – – http://www.gwp.ge

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად