კომპანია Inn ჯგუფის დირექტორი: მთავრობისგან არცერთ წერილსა და მესიჯზე პასუხიც კი არ მიგვიღია

“ზამთრის კურორტების არგახსნა გამოსავალი არ არის. ამით ცდილობენ, რომ პრობლემას გაექცნენ და პრობლემას კი არ უნდა გაექცე, არამედ უნდა გადაჭრა”, – ამის შესახებ კომპანია Inn ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არსებული ჩიხიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს. ამბობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს კომუნიკაცია საჯარო და კერძო სექტორს შორის.

“ზამთრის კურორტების არგახსნა გამოსავალი არ არის. ამით ცდილობენ, რომ პრობლემას გაექცნენ და პრობლემას კი არ უნდა გაექცე, არამედ უნდა გადაჭრა. უნდა მოძებნო გამოსავალი ამ ჩიხიდან, რომელშიც ვიმყოფებით. ჩვენ რამდენიმე პუნქტიანი გეგმა შევიმუშავეთ, რომელსაც ღია წერილის სახით შევიტანთ კანცელარიაში. რაც შეიძლება მალე დაიწყოს კომუნიკაცია კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის”, – აცხადებს კოკაია.

კითხვაზე, – არაერთი მიმართვის მიუხედავად თქვენ სექტორს საბჭოს წევრები არ ხვდებიან? – პასუხობს, რომ კი.

“კი ბატონო. რაღაცა ჭორები გაავრცელეს, თითქოს რაღაცა შეხვედრები არის და რაღაცა კომუნიკაცია გვაქვს, მაგრამ ეს კომუნიკაცია ცალმხრივია. ყოველდღე ვწერთ შეხვედრას. ჩვენ გვინდა, რომ ერთად შევიმუშავოთ გეგმა. სამწუხაროდ არცერთ წერილზე და არცერთ მესიჯზე პასუხიც არ მოგვსვლია. არანაირი რეაგირება არ არის”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად