კომპანია HMD Global-მა Nokia-ს 5 ახალი მოდელი წარადგინა

ფინურმა კომპანიამ HMD Global ბერლინში, IFA-ს გამოფენაზე Nokia-ს 5 ახალი მოდელი წარადგინა.

ახალ მოდელებს შორის ორი ჭკვიანი ტელეფონია, ხოლო სამი ღილაკებიანი მოწყობილობა. კერძოდ, კომპანიამ ხელახლა გამოუშვა განახლებული დასაკეცი მობილური მოწყობილობა Nokia 2720 Flip.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოწყობილობას 2,8 დუიმიანი ეკრანი აქვს და ოპერაციულ სისტემა KaiOS-ზე მუშაობს. გარე მხარეს დამონტაჟებულია 1,3 დუიმიანი ეკრანი, რომელზეც გამოისახება იმ კონტაქტის ვინაობა, რომელიც რეკავს იმ მომენტში. მოდელი უზრუნველყოფილია 4G ინტერნეტით, სიმ-ბარათებით, Google ასისტენტით, Facebook, YouTube და WhatsApp-ზე წვდომით.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მობილური ტელეფონი გაყიდვაში სექტემბერში ჩაეშვება. იგი ხელმისაწვდომი იქნება სამ ფერში – ცისფერი, შავი და ვარდისფერი, მისი ღირებულება კი 89 ევრო იქნება.

ახალ ჭკვიან ტელეფონებს შორის კი კომპანია გამოუშვებს Nokia 7.2-ს, რომელიც აღჭურვილი იქნება 45 მეგაპიქსელიანი კამერით და Zeiss-ის ოპტიკით. Nokia 6.2, რომელსაც 16 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება. ორივე ჭკვიანი ტელეფონი აღჭურვილი იქნება 6,3 დუიმიანი ეკრანით. Nokia 7.2-ის ღირებულება 299 ევრო იქნება, ხოლო Nokia 6.2-ის – 199 ევრო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...