კომპანია Facebook-ი აცხადებს, რომ დისტანციურად მუშაობა კაცობრიობის მომავალია

კომპანია Facebook-ი აცხადებს, რომ მის თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობა პანდემიის დასრულების შემდეგაც შეეძლებათ, მიუხედავად იმისა, თუკი სხვა გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიები უარს იტყვიან ამ იდეაზე.

კომპანია, რომლის სფეროსაც სოციალური მედია წარმოადგენს, BBC-სთან აცხადებს, რომ დისტანციურად მუშაობა – ეს კაცობრიობის მომავალია.

თანამშრომლები, რომლებსაც გარკვეული თანამდებობები უკავიათ კომპანიაში, შეძლებენ, შეიტანონ განაცხადი მუდმივად დისტანციურად მუშაობის შესახებ.

სილიკონის ველის ხელმძღვანელებმა დისტანციურად მუშაობის იდეას მალევე დაუჭირეს მხარი გასულ წელს და ზოგიერთმა განაცხადა, რომ ეს რეჟიმი შესაძლოა პანდემიის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდეს.

გასულ მაისს Facebook-ის გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანიის თანამშრომელთა 50% დისტანციურად იმუშავებს მომდევნო ხუთი-ათი წლის განმავლობაში.

ამასთან, Twitter-ის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ განაცხადა, რომ ამიერიდან, მის თანამშრომლებს შეუძლიათ სამუდამოდ სახლებიდან იმუშაონ.

მაგრამ თვეების განმავლობაში გამოჩნდა გარკვეული ხარვეზები.

ოქტომბრის კონფერენციაზე, Microsoft- ის გენერალურმა დირექტორმა სატია ნადელამ განაცხადა, რომ პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის განცალკევების არარსებობა ნიშნავს, რომ “ზოგჯერ თითქოს სამსახურში გძინავთ”.

გასულ თვეში აგრეთვე კომპანია Google-მა განაცხადა, რომ თანამშრომლების ოფისებში დაბრუნების გრაფიკი გადაიდო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...