კომპანია “დოქტორ გუდსი • Doctor goods” სამედიცინო პირბადეების წარმოებას იწყებს!

კომპანია „დოქტორ გუდსი • Doctor goods“ რომელიც სამედიცინო სექტორს უზრუნველყოფს საქართველოში წარმოებული სტერილური/არასტერილური ქირურგიული ნაკრებებით, აფართოვებს ხაზს და სამედიცინო პირბადეების წარმოებას იწყებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ პროექტზე დიდი ხანია მუშაობენ და უკვე მიღწეულია შეთანხმება ნედლეულის და დანადგარის მწარმოებლებთან.

საწარმოო ხაზის შერჩევისას კომპანიამ უპირატესობა მიანიჭა ფრანგული წარმოების სრულად ავტომატიზირებულ, მაღალი წარმადობის დანადგარს. შედეგად წარმოებული პროდუქცია სრულად დააკმაყოფილებს ISO 22609:2004 სტანდარტსა და 89/686CEE დირექტივას.

წარმოებული პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამედიცინო ისე სამომხმარებლო სექტორისთვის და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს.

აღნიშნული პროექტისთვის კომპანიამ დამატებით 300.000$ ინვესტიცია განახორციელა.

„დოქტორ გუდსი“ / Dr. Goods წარმოადგენს სამედიცინო სტერილური/არასტერილური ტექსტილის ერთადერთ ქართულ საწარმოს რომელიც 2019 წლის სექტემბერში გაიხსნა და სამედიცინო სექტორს სთავაზობს ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრებს, გადასაფარებლებს, ზეწრებს, ქირურგიული შემოფარგვლებს, ქირურგიული ხალათები და ა.შ კომპანიის მიზანია საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს შესთავაზოს უმაღლესი კლასის, კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები, შეამციროს მომხმარებლისთვის მიწოდებისა და წარმოების ვადები. განავითაროს ადგილობრივი წარმოება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად