კომპანია Aston Martin-ი პირველ მოტოციკლს 2020 წელს გამოუშვებს

სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია Aston Martin-მა, მოტოციკლი AMB 001 წარადგინა.

პრეზენტაცია მილანში, მოტოციკლების გამოფენა EICMA-ზე შედგა. ეს არის პირველი მოტოციკლი, რომელიც Aston Martin-მა გამოუშვა.

მოდელი მოტოციკლების მწარმოებელ ბრიტანულ კომპანია Brough Superior-თან ერთად შეიქმნა. AMB 001 აღჭურვილი იქნება 180 ცხენის ძალის მქონე ძრავით. იგი არ არის განკუთვნილი ჩვეულებრივი მგზავრობისთვის, იგი მხოლოდ რბოლებისთვის შეიქმნა. მთლიანობაში სულ 100 ასეთი მოდელი გამოვა.

მოტოციკლის ფასი 108 000 ევრო იქნება. მას საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში, Brough Superior-ის ქარხანაში დაამზადებენ, ხოლო გაყიდვაში 2020 წლის IV კვარტალში ჩაეშვება.

კომპანია Aston Martin-ი 1913 წელს დაარსდა. 1994-დან 2007 წლამდე იგი Ford Motor-ს ეკუთვნოდა. ახლა კომპანიას ინვესტორების კონსორციუმი ფლობს, აგრეთვე ქუვეითური საინვესტიციო ფონდი და იტალიური InvestIndustrial-ი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად