კომპანია Alibaba-ს დამფუძნებელმა ჯეკ მამ, თავისი წილი კომპანიაში 4,8%-მდე შეამცირა

ალიბაბას დამფუძნებელმა ჯეკ მამ შეამცირა თავისი წილი ინტერნეტ კომპანიაში 4.8%-მდე, რომელმაც წელიწადში თითქმის 9,6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა. ამის შესახებ Reuters წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯეკ მა ახლა კომპანიის 4.8%-ს ფლობს. სააგენტოს ცნობით, ერთი წლით ადრე მისი წილი 6.4%-ს შეადგენდა, ხოლო აქციების ამჟამინდელი ღირებულების საფუძველზე, გაყიდული წილი 9,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ალიბაბას თანადამფუძნებელი ჯოზეფ ცაი ახლა კომპანიის 1.6%-ს ფლობს. ერთი წლის წინ კი მისი წილი 2.3%-ს შეადგენდა. როიტერის ცნობით, გაყიდული წილი 4,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

Alibaba Group არის ჩინეთის უმსხვილესი ინტერნეტ კომპანია, რომელიც 1999 წლიდან მუშაობს ელექტრონული კომერციის სფეროში. ჯგუფი ასევე ფლობს რამდენიმე შვილობილ კომპანიას და ონლაინ საიტს: Alibaba Pictures, Alibaba.com, AliExpress.com, Taobao.com, Tmall.com.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად