კომპანია „ადიდასმა“ ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძესთან კონტრაქტი გააფორმა

2019 წლის NBA Draft-მა სტარტი აიღო. ამ დროს აგრეთვე აქტიურდებიან სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდები, რომლებიც ახალგაზრდა, ნიჭიერ სახეებს ეძებენ.

ამ ბრენდებს შორის არის ადიდასიც, რომელმაც განაცხადა, რომ სამ ახალგაზრდა კალათბურთელთან, რომელთა შორის ქართველი გოგა ბითაძე, კონტრაქტი გააფორმა. გოგა ბითაძე Indiana Pacers-ში თამაშობს, დანარჩენები კი არიან ჯარედ კალვერი Minnesota Timberwolves-დან და სეკუ დუმბუა Detroit Pistons-დან.

“კალვერი, ბითაძე და დუმბუა NBA-ს მორიგი ნიჭიერი თაობაა და ველოდებით მათ გაწევრიანებას ჩვენი ადიდასის გუნდში”, – აცხადებს adidas Basketball-ის დირექტორი კოფი ბრაუნი.

სპორტსმენები ჩართულები იქნებიან ბრენდის ახლა კამპანიებსა და აქტივობებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...