კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძის ნაცვლად, პარლამენტში ჰერმან საბოს შესვლას მხარი დაუჭირა

მე-10 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა დაწესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შესულია შესაბამისი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ნაცვლად, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პარტიული სიის მომდევნო წევრის, ჰერმან საბოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა.

ზურაბ ჯაფარიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გირჩის“ პარტიული სიის პირველი ნომერი იყო. პარლამენტში შესვლის შემდეგ, მან პარტია დატოვა. „გირჩს“ პარტიული სია არ ჩაუხსნია.

კომენტარები
იტვირთება...