რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები და გამარჯვებულად ვლადიმერ პუტინი გამოაცხადა.

კერძოდ, მან ხმების 87,28% მოაგროვა. პუტინს მხარი დაუჭირა რუსეთის საარჩევნო უფლების მქონე 76 მილიონმა ადამიანმა.

ომის მოწინააღმდეგე დამოუკიდებელი კანდიდატები კენჭისყრაზე არ დაუშვეს.

"ვაჟნიე ისტორიის" გამოძიების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინის მიერ მიღებული თითქმის 22 მილიონი ხმა გაყალბებული იყო.

რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატის, ნიკროლაი ხარიტონოვის მომხრეთა წილი ხმების საერთო რაოდენობაში 4%-ა. „ახალი ხალხის“ კანდიდატს, ვლადისლავ დავანკოვს, ხმა მისცა ამომრჩეველთა 4%-ზე ნაკლებმა, ხოლო ლიბერალ-დემოკრატების წარმომადგენელს, ლეონიდ სლუცკის - 3%-ზე ოდნავ მეტმა. დავანკოვმა პუტინს აჯობა ევროპის 15 ქვეყანაში, მათ შორის სერბეთსა და ჩეხეთში, ასევე, არგენტინაში, პარაგვაისა და ისრაელში.