კომისია აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილეობის მსურველებს დახურულ კონკურსზე გაესაუბრა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის შესარჩევი კონკურსზე, კანდიდატებთან გასაუბრება დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. მიზეზად, კომისიის წევრებმა, მაუწყებლის ჟურნალისტების მხრიდან აზრის გამოხატვის დროს მიღებული სტრესი დაასახელეს.

ჟურნალისტების პროტესტის მიზეზი კი ის გახდა, რომ კომისიის წევრებმა კანდიდატებს იმ სიუჟეტს უჩვენებენ, რომელიც კონკყურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ახალი ამბების სამსახურმა მოამზადა.
სიუჟეტის ავტორი, ჯენი კვანტალიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და კომისიის წევრებს უსვამს კითხვა, 27იანვარს მომზადებულ კონკრეტულ სიუჟეტის, დირექტორის პოტენციურ მოადგილესთან გარჩევით, ილახება თუ არა მისი, როგორც ჯურნალისტის უფლება.

„დირექტორის მოადგილის კანდიდატებთან გასაუბრება დახურეს. გაინტერესებთ რატომ? იმიტომ, რომ “მთავარის” ჟურნალისტმა დაინახა კანდიდატთან ჩემს მიერ 27იანვარს მომზადებულ კონკრეტულ სიუჟეტს, რომ განიხილავდნენ. რა შუაშია სიუჟეტიო დაისვა კითხვა. პასუხად მოჰყვა სხდომის დახურვა და უსიამოვნება….

ჩემი სიუჟეტის კრიტიკა, ერთგვარი ტესტი და გარანტიაა, ვინ გახდება მაუწყებლის დირექტორის მოადგილე…
საჯაროდ ვითხოვ პასუხს :

1. დაირღვა თუ არა ჩემი, როგორც ერთი რიგითი დასაქმებულის უფლება?

2. დასაშვებია თუ არა, ჩემი მასალა განიხილოს პოტენციურმა მოადგილემ, ( რომელსაც სკანდალური გარჩევების ფონზე გამოეცალა შინაარსში ჩარევის უფლება)?

3. არის თუ არა ეს ერთგვარი მესიჯბოქსი, რომ ასე გაუსწორდებიან ეტაპობრივად ჩემს, კოლეგებსაც?
და ბოლოს, სადაც არ უნდა ვიყო, იქედან ვიტყვი ყოველთვის ჩემს წილ სიმართლეს და საქმიან რეპუტაციას არავის შეგალახინებთ!!!!“,-წერს სოციალურ ქსელში, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი.

კონკურსში, რომელიც ნათია ზოიძის მაუწყებლიდან წასვლის შემდეგ გახდა ვაკანტური, სამი კანდიდატი მონაწილეობს:ემზარ დიასამიძე, ფირუზ ბოლქვაძე და ვახო ხუზმიაშვილი. დიასამიძე და ბოლქვაძე, აჭარის ტელევიზიის მოქმედი ჟურნალისტები არიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად