კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2020 წლის იანვარში, 3.01 მლნ ლარით შემცირდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 3.01 მლნ ლარით (0.01%-ით) შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 31.92 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 10.45 მლნ ლარით (0.07%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 13.46 მლნ ლარით (0.08%-ით) შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.83%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 10.69 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.22%-ით მეტი) მოცულობის სესხი.

2020 წლის იანვრის განმავლობაში 0.33%-ით, ანუ 51.97 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 15.89 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.66 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.04 პროცენტული პუნქტით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად