“კომენდანტის საათის”დროს თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში.

ერთმანეთს “ოპელისა” და “გოლფის” მარკის ავტომობილები შეეჯახდნენ. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი სახის არეში მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად