კომახიძე მაღალჩინოსნების დაკავებაზე: მძიმე იყო ჩემთვის როგორც მერისთვის, ყველა პირი მუშაობს მნიშვნელოვან თანამდებობებზე

ბათუმის მერი 7 მაღალჩინოსნის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. ლაშა კომახიძის განცხადებით, ფაქტი იყო მისთვის ძალიან მძიმე, რადგან დაკავებულთა შორის 4 მერიის მაღალ თანამდებობებს იკავებდა. მერის თქმით შესაბამის უწყებებს მუშაობის მხრივ პრობლემა არ შეექმნება:

“გუშინ განხორციელებულ დაკავებებზე შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ მძიმე ფაქტი იყო, რადგან კარგად ვიცნობ ყველას, მძიმე იყო ჩემთვის როგორც მერისთვის რადგან ყველა პირი მუშაობს მნიშვნელოვან თანამდებობებზე და ისინი არიან მაღალი კვალიფიკაციია პირები. მესმის ბრალდებების სიმძიმე. მჯერა, რომ გამოძიება დაადგენს და დაალაგებს ყველაფერს. მიუხედავად ამისა მუნიციპალიტეტი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას და შეუფერხებლად გააგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას,”- განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად