კოლუმბიის საზღვრები 1 ივნისამდე დაკეტილი დარჩება

კოლუმბიის სახმელეთო და საზღვაო საზღვრები 1 ივნისამდე დაკეტილი იქნება კორონავირუსის პანდემიის გამო. ამის შესახებ კვირას რესპუბლიკის მიგრაციის სამსახურმა განაცხადა.

აღინიშნა, რომ ეს აკრძალვა არ ვრცელდება რიგ შემთხვევებზე, განსაკუთრებით საქონლის ტრანსპორტირებაზე.

ბოლო მონაცემებით, კოლუმბიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 248 135-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 59 660 ადამიანი შეადგინა. ინფექციის პირველი შემთხვევა ქვეყანაში გასული წლის 6 მარტს დაფიქსირდა. 17 მარტს, პანდემიის გამო, პრეზიდენტმა ივან დუკემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მოგვიანებით, ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით, 24 მარტიდან 13 აპრილამდე კარანტინი დააწესა, რომელიც ერთზე მეტჯერ გახანგრძლივდა. 1 სექტემბერს ქვეყანაში ამოქმედდა შერჩევითი იზოლაციის რეჟიმი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...