კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი COVID19-ით დაინფიცირდა

კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი ალვარო ურიბე, რომელიც ქვეყანას ხელმძღვანელობდა 2002 წლიდან 2010 წლამდე, კორონავირუსით დაინფიცირდა.

კოლუმბიის ყოფილი ხელმძღვანელი 13 დღის განმავლობაში იზოლაციაში იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. აღინიშნება, რომ დაავადება მის შემთხვვევაში ასიმპტომურია.

ასევე დაინფიცირდნენ ურიბეს ვაჟები, ტომასი და ჯერონიმო.

ბოლო მონაცემებით, კოლუმბიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მიაღწია 334 979-ს, გარდაცვლილთა რაოდენობა – 11 315-ია. კორონავირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა ქვეყანაში დაფიქსირდა 6 მარტს. 17 მარტს, პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 30 დღის განმავლობაში გამოაცხადა. ხელისუფლებამ მოგვიანებით გადაწყვიტა, შეეჩერებინა საერთაშორისო ფრენები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და ქვეყნის მასშტაბით კარანტინი 24 მარტიდან 13 აპრილამდე დააწესა. შემდეგ იგი 1 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად