კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი ბელისარიო ბეტანკური, საავადმყოფოში, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით არ ვრცელდება. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, იგი საავადმყოფოში კუჭის დაავადების გართულებული ფორმით გადაიყვანეს.

ბეტანკური 1923 წელს დაიბადა. იგი სემინარიაში სწავლობდა, თუმცა მერე გარიცხეს. მოგვიანებით, მან ბოლივარის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც სამართალი და ეკონომიკა ისწავლა.

იგი მონაწილეობას იღებდა 1970 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან ხმების მხოლოდ 10,9% მოაგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. გამარჯვება მან 1983 წელს მოიპოვა, როდესაც ამომრჩეველთა 46,2%-მა მას დაუჭირა მხარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად