კოლუმბიაში, თვითმფრინავის კატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიის ქალაქპოპაიანში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რომლის ბორტზეც შვიდი მგზავრი და ორი მფრინავი იმყოფებოდა. კოლუმბიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ, მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულია შვიდი ადამიანი. ამის შესახებ ქალაქის მერი აცხადებს.

მერის თქმით, გადარჩენილები დაშავებულები არიან და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმფრინავი კი, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

კიდევ დაშავებულია ხუთო ადამიანი, რომელთა სახლების შორიახლოსაც მოხდა კატასტროფა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშავებულებს შორის აგრეთვე არის 10 წლის ბავშვი, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მიზეზი, რამაც კატასტროფა გამოიწვია, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. კოლუმბიის პრეზიდენტის ივან დუკეს თქმით, ხელისუფლება ახლა სწორედ ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენაზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...