მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთ კოლუმბიაში მეწყერის შედეგად. ამის შესახებ რადიო Efe Eme-მა იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტი მოხდა დაბეიბას მუნიციპალიტეტში. ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია. აღინიშნა, რომ მინიმუმ 12 ადამიანი არის დაკარგული.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფი მუშაობს.