კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

სამხრეთ-დასავლეთ კოლუმბიაში, მალიამას მუნიციპალიტეტში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ინფორმაციას კატასტროფების რისკის მართვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“მიწის ქანების მოძრაობამ 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რვა დაშავდა, მათგან შვიდი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან. უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა“, – აცხადებენ უწყებაში.

მისი ცნობით, ორი შენობა განადგურდა და კიდევ სამს საფრთხე ემუქრება.

კომენტარები
იტვირთება...