კოლუმბიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

კოლუმბიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კორონავირუსით ინფიცირების 15,551 ახალი შემთხვევა დააფიქსირა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 2 002 969-ს მიაღწია.

“ჩვენ დავადასტურეთ 10,757 პაციენტის გამოჯანმრთელება, 15,551 ახალი ინფიცირებული და 396 სიკვდილიანობა კოლუმბიაში. შედეგად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მიაღწია 1,822,309 პაციენტს, ინფიცირებულთა რაოდენობამ – 2,002,969-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ – 50,982-ს” , – ნათქვამია Twitter-ის გვერდზე განთავსებულ შეტყობინებაში.

კორონავირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა კოლუმბიაში გასული წლის 6 მარტს დაფიქსირდა. 17 მარტს, პანდემიის გამო, პრეზიდენტმა ივან დუკემ რესპუბლიკაში 30 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მოგვიანებით, ხელისუფლებამ, ქვეყნის ტერიტორიაზე, 24 მარტიდან 13 აპრილამდე კარანტინი დააწესა, რომელიც შემდეგ არაერთხელ გახანგრძლივდა. შერჩევითი იზოლაციის რეჟიმი ქვეყანაში 1 სექტემბრიდან მოქმედებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად