კოლუმბიაში განაცხადეს, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში 2021 წლის პირველ ნახევარში დაიწყება

კოლუმბიის მოსახლეობის ვაქცინაციის პირველი ეტაპი კორონავირუსის წინააღმდეგ შეიძლება დაიწყოს მომავალი წლის პირველ ნახევარში. ამის შესახებ სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ფერნანდო რუისმა განაცხადა.

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პირველ ვაქცინას კორონავირუსისთვის 2021 წლის პირველ ნახევარში გამოვიყენებთ”, – თქვა მინისტრმა.

რუისმა არ დააკონკრეტა, თუ რა სახის ვაქცინაზე იყო საუბარი, მაგრამ დაარწმუნა კოლუმბიელები, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ბოლო მონაცემებით, კოლუმბიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 270 991  ადამიანს მიაღწია, გარდაცვლილთა რიცხვი კი – 35 860-ია. კორონავირუსის პირველი შემთხვევა კოლუმბიაში 6 მარტს დაფიქსირდა. 17 მარტს, პანდემიის გამო, პრეზიდენტმა ივან დუკემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მოგვიანებით, ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით, 24 მარტიდან 13 აპრილამდე კარანტინი დააწესა, შემდეგ კი იგი ერთზე მეტჯერ გახანგრძლივდა. შერჩევითი იზოლაციის რეჟიმი ქვეყანაში პირველ სექტემბერს ამოქმედდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად