კოლუმბიაში, ერთ დღეში COVID19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

კოლუმბიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსის 11,470 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკისთვის. ამრიგად, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 317 651-მდე გაიზარდა.

“2 აგვისტოს ჩვენ დავადასტურეთ 6,531 პაციენტის გამოჯანმრთელება, აგრეთვე გვყავს 11,470 ახალი ინფიცირებული და 320 ლეტალური შემთხვევა. შედეგად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მიაღწია 167,239-ს, ინფიცირებულთა რაოდენობამ – 317,651-ს, ხოლო გარდაცვლილების – 10,650-ს”, – ნათქვამია სამინისტროს Twitter-ზე.

ბოგოტაში, პანდემიის დროს დაფიქსირდა ინფექციის 109,153 შემთხვევა.

კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევა კოლუმბიაში 6 მარტს დაფიქსირდა. 17 მარტს, პრეზიდენტმა ქვეყანაში 30 დღის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხელისუფლებამ მოგვიანებით გადაწყვიტა, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად შეეჩერებინა საერთაშორისო ფრენები და ქვეყნის მასშტაბით, 24 მარტიდან 13 აპრილამდე კარანტინი დაწესდა. შემდეგ იგი 1 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად